
ავტორი
Front News საქართველო
საარჩევნო გარემო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო ძალადობრივი ხდება და აგრესიულ ფორმებს იძენს , – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გარკვეული ფორმების შევსებას აიძულებდა, როგორც ბიზნესმენებს, ასევე საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს.
“საარჩევნო გარემო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო ძალადობრივი ხდება და აგრესიულ ფორმებს იძენს.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, აქამდე მასშტაბური არ იყო ფიზიკური ანგარიშსწორებისა და დარბევის შემთხვევები, ფაქტია, რომ თავისუფალი გარემო არ არის შექმნილი მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით, საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, მათ შორის, დიდი ბიზნესებისთვისაც.
ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას, რომ გარკვეული ფორმების შევსებას აიძულებდნენ, როგორც ბიზნესმენებს, ასევე საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს