
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ საკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით პროცესში ზედამხედველობის მიზნით, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი შეთანხმება ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შედგა.
“გუშინ მივიღეთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით, რასაც ჩვენ გამოვეპასუხეთ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ საკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით პროცესში, ზედამხედველობის მიზნით. ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც არის აპრობირებული გზა რაც მოსაზრებების გაზიარების სამედინიცო სივრცეში და სფეროში”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს