Logo

ნინო ლომჯარია – სახალხო დამცველმა გამოიყენა თავის მანდატი, ჯერი ახლა ქალბატონ პრეზიდენტზეა

პოლიტიკა
536
Frontnews image description

სახალხო დამცველმა გამოიყენა  თავის მანდატი, ჯერი ახლა ქალბატონ პრეზიდენტზეა,   – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, მზად არის  შეხვდეს პრეზიდენტს და გაუზიარს მოსაზრებები, თუ რატომ არის მიღებული განაჩენი დაუსაბუთებელი.  

 

“მიგვაჩნია,  რომ განაჩენი არის არსებითად დაუსაბუთებელი.  სახალხო დამცველი იყენებს თავის მანდატს, კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მას შეუძლია  მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სხვა უწყებებს, თუ მიაჩნია, რომ მის ხელთ არსებული ბერკეტები არ არის საკმარისი,  რომ დაიცვას კონკრეტული პირის უფლებები. ამიტომ მე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს ამ საქმეში შეწყალების უფლებამოსილება“, – განაცხადა ლომჯარიამ. 

 

რაც შეეხება მოლოდინს, ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტისაგან საქმის გაცნობასთან დაკავშირებით უარი არ მიუღია.  

 

“მე რამდენჯერმე შევთავაზე პრეზიდენტს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მზად ვარ რომ შევხვდე და გავუზიარო იურისტების და სახალხო დამცველის მოსაზრებები, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ეს განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია. უარი არ მიმიღია, ჯერი ახლა  ქალბატონ პრეზიდენტზეა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები