Logo

ნინო ლომჯარია – სახელმწიფო ტენდერები გახდა მარტივი შემოსავლის წყარო

პოლიტიკა
1433
Frontnews image description

სახელმწიფო პროექტების განხორციელება ეს არის ბოლო წლების ყველაზე წარმატებული და  მარტივი ბიზნესი, რომლებსაც იწყებენ ადამიანები გუშინ დაფუძნებული კომპანიებით, რომლებსაც არანაირი გამოცდილება  და ცოდნა არ გააჩნიათ,  – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით კორუფციის გარდა პრობლემას კვალიფიციური კადრების დეფიციტი წარმოადგენს. 

 

“ქვეყანაში არ არსებობს  ტექნიკური ცოდნის მქონე იმდენი პირი, რამდენი პროექტიც ხორციელდება. სამშენებლო საქმიანობას იწყებენ კომპანიები ახალდაფუძნებული კომპანიები, რომლებსაც უბრალოდ გამოცდილება არ აქვთ. სახელმწიფო ტენდერები გახდა მარტივი შემოსავლის წყარო.  სახელმწიფო პროექტების განხორციელება ეს არის ბოლო წლების ყველაზე წარმატებული და  მარტივი ბიზნესი, რომლებსაც იწყებენ ადამიანები გუშინ დაფუძნებული კომპანიებით, რომლებსაც არანაირი გამოცდილება  და ცოდნა არ გააჩნიათ, ამას ემატება ექსპერტიზის ძალიან დაბალი ხარისხი. 

 

რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, იმდენადაა გადატვირთული, წლები დაგვჭირდება, რომ მიიღო ობიექტური ექსპერტიზის დასკვნა, რაც რა თქმა უნდა, ბევრი ობიექტური სხვა გარემოებაც არის, რაც  არ ამართლებს იმას, რომ გააყალბო ექსპერტიზის დასკვნა, ან არ ჩაატარო, მაგრამ ან ისე უნდა დაგეგმო ინფრასტრუქტურული პროექტები რომ ეს ყველაფერი სიყალბედ და ფარსად არვ გადაიქცეს და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ გახდეს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის მერიის სამსახურის უფროსის მოადგილე, კომპანიის  ხელმძღვანელი, თანამშრომლები და ექსპერტები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები