
ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარიას ღირსების ეროვნული ჯილდო მიანიჭა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი სახალხო დამცველი წერს.
“დღეს საფრანგეთის ელჩმა, ქ-მა შერაზ გასრიმ ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ინფორმაცია მომაწოდა – საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქართულ დემოკრატიაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ეროვნული ჯილდო მომანიჭა.
აღნიშნული ჯილდო ჩემთვის და იმ ინსტიტუტისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენდი, ძალიან დიდი დაფასება და აღიარებაა! დიდი მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტს და საფრანგეთის ელჩებს საქართველოში ქართული დემოკრატიის გულმხურვალე მხარდაჭერისთვის!
ახლა ძალიან ემოციური წუთებია ჩემთვის! იმედი მაქვს, მალე ვიზეიმებთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჯილდოსაც ევროპისგან”, – წერს ლომჯარია.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnino.lomjaria.1%2Fposts%2Fpfbid02eZd65pFQ9fcgFUmUpeG3Xudzwun6GLrDxvfPJ5WzL87dYYPQdYsyhZnJJqmZbVfFl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”788″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს