ნინო ლომჯარია – საქართველოს რუსეთზე გადაფორმების აქტი ვიხილეთ, ყველანი უნდა გამოვიდეთ და ვიდგეთ ქუჩაში


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს რუსეთზე გადაფორმების აქტი ვიხილეთ. პუტინის საყვარელმა ადამიანებმა პუტინის მოსაწონი საქციელი ჩაიდინეს და საქართველოს ევროინტეგრაცია შეწყვიტეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა დროა, ყველა ქუჩაში გამოვიდეს.
“ჩვენ ვიხილეთ საქართველოს წარმოუდგენელი ღალატის აქტი. საქართველოს რუსეთზე გადაფორმების აქტი ვიხილეთ. პუტინის საყვარელმა ადამიანებმა პუტინის მოსაწონი საქციელი ჩაიდინეს და საქართველოს ევროინტეგრაცია შეწყვიტეს. ეს მოსალოდნელი იყო. ჯერ კრიმინალით მიითვისეს ხელისუფლება და ახლა გამოგვიცხადა თვითაღიარებულმა ვიღაც კობახიძემ, რომ თურმე, საქართველოს ევროპული სვლა უნდა გაჩერდეს. რა თქმა უნდა, მისი ეს განცხადება არალეგიტიმურია და ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, აუცილებლად, რომ არალეგიტიმური ადამიანების ეს განცხადება არ გაითვალისწინონ. ეს არ გამოხატავს ქართველი ხალხის განწყობას. ყველანი უნდა გამოვიდეთ და ვიდგეთ ქუჩაში, ჩვენ ვართ ბევრი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:
ნინო ლომჯარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა