
ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ფრენების აღდგენას ეხმაურება.
“რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა ხმაურით და თბილისი დაბომბა…
“ქართულო ოცნებავ”, თქვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევით, ხოლო ოკუპანტ, ომის საერთაშორისო დამნაშავე, დასანქცირებულ ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვლის ფაქტის ნორმალიზებას ცდილობთ.
შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით!
ტყუილად წვალობთ, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირში!”, – წერს ლომჯარია.
თაგები:
ნინო ლომჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს