ნინო ლომჯარია – თუ საზოგადოება აღარ გამოვიდა და არ გააპროტესტა, ჩვენ გველოდება უარესი


ავტორი
Front News საქართველო
ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი წამალი აქვს – საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი, უნდა ჰქონდეს ძალადობაზე ერთი პასუხი და საზოგადოება იდგეს ერთად, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საზოგადოებამ არ გააპროტესტა, უარესი შეიძლება მოხდეს.
“თუ საზოგადოება აღარ გამოვიდა და არ გააპროტესტა, ჩვენ გველოდება უარესი. სადაც საზოგადოება შეშინდა, იქ ხდება უარესი – გრძელდება წამებები, იმ ადამიანებსაც დააკავებენ, ვინც შეიძლება, საერთოდ არ იყო გასული აქციებზე. ვისაც გაუმართლებს, ქვეყანას ტოვებენ. არ შეიძლება ეს გზა განმეორდეს საქართველოში და მე მჯერა, რომ საქართველოში რუსეთი ვერ მიაღწევს თავის მიზანს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიყოთ ფხიზლად.
უნდა გვესმოდეს, რომ ამ ყველაფრის მიზანი არის ტერორი, საზოგადოების დაშინება და ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი წამალი აქვს – საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი, უნდა ჰქონდეს ძალადობაზე ერთი პასუხი და საზოგადოება იდგეს ერთად”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:
ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია – დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა

ნინო ლომჯარია – მინდა იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ, სადაც იქნებით თქვენც

ნინო ლომჯარია – ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა