
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციები სავარაუდოდ, ხვალ მომზადდება.
მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება. კონკრეტულად, არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებენ ჯგუფის წევრები. ვეცდებით, ხვალ იყოს წერილობითი დასკვნა. კონკრეტულად მე არ ჩამიტარებია ექსპერტიზა.
უბრალოდ გავცვალეთ ინფორმაციები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მე ვუთხარი, რომ შეიქმნა სახალხო დამცველის ეგიდით მსგავსი ჯგუფი, მაღალკვალიფიციური ექიმების შემადგენლობით, რომლებსაც ძალიან მალე ექნებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა და რეკომენდაციები და ის იყო მოხარული ამ ინფორმაციებით”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს