Logo

ნინო ლომჯარია – ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ან თავისი ნებით ან საზოგადოების წნეხის შედეგად უნდა წავიდეს ძალიან სერიოზულ დათმობებზე

პოლიტიკა
18.06.2022 / 22:41
Frontnews image description

ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ან თავისი ნებით ან საზოგადოების წნეხის შედეგად უნდა წავიდეს ძალიან სერიოზულ დათმობებზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ევროკავშირი ამ 6 თვეში სიტუაციის კარდინალურ გამოსწორებას არ ელოდება, თუმცა მან უნდა დაინახოს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. 

 

“ბუნებრივია,  ევროკავშირს არ აქვს მოლოდინი, რომ ამ დროში ყველა ინსტრუქციები ეფექტურად იქნება შესრულებული,   ყველა ინსტიტუტი გავლენებისგან გათავისუფლებული  და  იდეალური დემოკრატიული წყობა დამყარებული.  

 

სულ მცირე, მათ უნდა დაინახონ, რომ ქვეყანაში სერიოზული ძვრები იწყება და ნაბიჯები იდგმება დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებისა და არა ერთი თუ ორი ადამიანის გავლენების შენარჩუნებისათვის. 

 

ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ან თავისი ნებით ან საზოგადოების წნეხის შედეგად უნდა წავიდეს ძალიან სერიოზულ დათმობებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Advertisement