Logo

ნინო მხეიძე - მინდა ეს დღე მიულოცო პირველ რიგში ჩემ შვილს, მე შენ მიყვარხარ ფემინურიც და მასკულინურიც, კაბაშიც და შარვალშიც, შენი უფლებებისთვის ვიბრძოლებ 366 დღე წელიწადში

Frontnews image description

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ნინო მხეიძე შვილს, Make-up არტისტს და აქტივისტს ლადო მხეიძეს ულოცავს.

“17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მინდა ეს დღე მიულოცო პირველ რიგში ჩემ შვილს ლადო მხეიძეს. მე შენ მიყვარხარ ფემინურიც და მასკულინურიც, კაბაშიც და შარვალშიც, სახე დახატულიც და ერთ ხელზე ჰაერში მფრინავიც. მიკვირს, როგორ უძლებ წლების განმავლობაში ამდენ ზიზღს, აგრესიას და მაინც ჯიუტად მუდმივად განვითარებაზე ზრუნავ.

ჩემი ოჯახი შენ ხარ და მარტო მე და შენ ვიცით რა სირთულეები და დანაკარგები გამოვიარეთ ერთად. ამიტომ, მინდა იცოდე და ყოველთვის გჯეროდეს, მე შენი უფლებებისთვის ვიბრძოლებ 366 დღე წელიწადში და ამას ვერ შეაჩერებს ვერც კანონები და ვერც აკრძალვები, რომლებიც სწორედ იქითკენ არის მიმართული რომ შენ შეგეზღუდოს თავისუფლება, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარება და გამოვლენა.

სოლიდარობა და უპირობო სიყვარული ყველა უკანონოდ ჩაგრულ ადამიანს. ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ქვეყანაში, რომელშიც ყველას უფლებები იქნება დაცული”, – წერს ნინო მხეიძე.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

თაგები:

17 მაისი
Advertisement