
ავტორი
Front News საქართველო
“ვივამედის” დირექტორი ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც კონკრეტული დასკვნები დაიდება.
“მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩართულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. მერწმუნეთ, ჩვენ ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როდესაც გვექნება უკვე კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება, მხოლოდ ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პაციენტის უშუალო ნებართვით, შემდგომში გავასაჯაროებთ. პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში”, – აცხადებს ნინო ნადირაძე.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს