
ავტორი
Front News საქართველო
მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები, ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ მოსამართლეების სანქცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
“ეს განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას და მე, როგორც უზენაესი სასამართლოს და საბჭოს თავმჯდომარემ, მინდა ჩემ კოლეგებს მაქსიმალურად მოვუწოდო სიმშვიდისკენ, ასევე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, ჯერჯერობით ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ“, – განაცხადა ქადაგიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით სანქციები დაუწესა.
თაგები:
სანქციები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს