ნინო ქათამაძე – ეს ხმა ასეთი ხმაურიანი იმიტომ აღმოჩნდა, რომ მის უკან ძალიან დიდი სიმართლე დგას


ავტორი
Front News საქართველო
იმდენად დაგროვდა ეს უსამართლობის განცდა, ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს, – ამის შესახებ მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ ქუთაისში, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მტკივნეულია ის, რომ თავისუფალი სიტყვა, ხმა, არ ისმის.
“გულწრფელად გეტყვით, კონცერტი სად არ მქონია, მარილის შახტაში – 284 მეტრის სიღრმეში, მაგრამ სასამართლო დარბაზში კონცერტი არ მქონია. რა თქმა უნდა, იუმორით ეს, მაგრამ მტკივნეულია ის, რომ თავისუფალი სიტყვა, ხმა, არ ისმის.
იმდენად დაგროვდა ეს უსამართლობის განცდა, იმდენად რთულია მზიას თემა, თემურ ქათამაძის შიმშილობა და სხვა მოვლენები, რომ ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს. ეს ხმა ასეთი ხმაურიანი იმიტომ აღმოჩნდა, რომ მის უკან ძალიან დიდი სიმართლე დგას”, – განაცხადა ნინო ქათამაძემ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოში “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის 9 ადამიანის სასამართლო პროცესი იწყება.
ქუთაისში, 26 იანვარს მოსამართლის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუსიკოს ნინო ქათამაძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს ვლადიმერ აფხაზავას, ჟურნალისტებს – ხვიჩა ვაშაყმაძეს, ეკა კუხალაშვილს და გელა მთივლიშვილს, ასევე, ფსიქოლოგებს – ქეთევან ფილაურს და მაია ცირამუას, სამოქალაქო აქტივისტ ირინა ზარანდიას და ლანჩხუთის საკრებულოს წევრს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.
თაგები:
ნინო ქათამაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს