Logo

ნინო წილოსანი – არაფერი და ვერაფერი დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში

პოლიტიკა
329
Frontnews image description

არაერთი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნული თემაზე რაიმე კითხვა დაგესვათ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

 

“არაერთი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნული თემაზე რაიმე კითხვა დაგესვათ, არ იქნებოდა ცუდი, ეს გაუწევდა პოპულარიზაციას დასავლური განათლების მიღებას.

 

ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ უნდა ვიმსჯელო ვიღაც ადამიანის მოსაზრებაზე. თუ აღნიშნული რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, რა თქმა უნდა, მზად ვარ, რომ გავაკეთო კომენტარი.

 

არაფერი და ვერაფერი დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში. ამ თემაზე საუბარი ემსახურება იმას, რომ დათესოთ პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში, რომლის საფუძველიც არ არსებობს”, – განაცხადა წილოსანმა.

 

საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება.

 

“ამჟამად კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება – დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები