ნინო წილოსანი - აშანტაჟებენ ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს აშინებენ იმ ბენეფიტების წართმევისგან, რომელიც სამართლიანად დავიმსახურეთ


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შესახებ გასამართ დებატებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამდენი უსამართლო, დეზინფორმაციული განცხადების, დებატებისა და რეზოლუციების მიზანი საქართველოს დაშანტაჟებაა.
მისი თქმით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აშინებენ იმ სარგებლის წართმევისგან, რომელიც საქართველომ დაიმსახურა, მაგალითად, ასეთია უვიზო მიმოსვლა. წილოსანი ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესების მიზანია, ქვეყნის კოლონიად ქცევა.
"თუ კითხვას დავსვამთ, რატომ ხდება ამდენი უსამართლო და დეზინფორმაციული განცხადება, დებატებისა თუ რეზოლუციების მოწყობა და მიღება, პასუხი არის აპრიორი ის, რომ გვაშანტაჟებენ - აშანტაჟებენ ჩვენს ქვეყანას. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აშინებენ იმ ბენეფიტების წართმევისგან, რომელიც ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია. რა თქმა უნდა, ეს ემსახურება მთლიანად ამ ქვეყნის დაშანტაჟებას იმისთვის, რომ გახდეს კოლონია და ვიღაც ვითომ ჩვენზე უპირატესი ადამიანების დაქვემდებარების ქვეშ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
თაგები:
ნინო წილოსანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს