ნინო წილოსანი - ბაჩიაშვილს ყველანაირი საშუალება მისცა ბიძინა ივანიშვილმა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ეკეთებინა, მან კი ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ გამოიყენა

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველანაირი საშუალება მისცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი, ჰქონოდა შემოსავალი. შესაბამისად ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მათ შორის ეკეთებინა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და მან ეს ყველაფერი გამოიყენა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც ეს საშუალება მას მისცა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „მტკვარ ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში ჩატარებულ პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
წილოსანის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ედავებიან გიორგი ბაჩიაშვილს, ზუსტად ჯდება მთლიან სურათში.
„რა თქმა უნდა, მე გამიჭირდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ვთქვა რაიმე დეტალი, არც მაქვს ამისი უფლება, თუმცა ჩემთვის ბაჩიაშვილის მორალური სახე ძალიან ნათელია. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველანაირი საშუალება მისცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი ძალიან მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი, ჰქონოდა შემოსავალი. შესაბამისად ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მათ შორის, ეკეთებინა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და მან ეს ყველაფერი გამოიყენა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც ეს საშუალება მას მისცა. ამიტომ ის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ბაჩიაშვილს ედავება, რომ მან უფლებამოსილება ან არასათანადოდ შეასრულა, ან ცუდადა გამოიყენა, მავნებლური მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, მთლიანად ამ სურათში ჯდება, თუმცა რა თქმა უნდა, ცალკე საქმეა. როგორც ვიცი უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა უკვე გადასული და ალბათ გაცილებით მეტ პასუხს გასცემს ვიდრე ჩემი კომენტარი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
თაგები:
ნინო წილოსანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


