ნინო წილოსანი - ჩვენი მხრიდან მაქსიმალური იყო გაკეთებული, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ აჰყოლოდნენ ამ პროვოკაციას


ავტორი
Front News საქართველო
უკვე მეორე დღეა, თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას კონკრეტული სცენები და შემდგომ ეს სცენები ცალმხრივი და დეზინფორმაციული კამპანიით გაიტანონ გარეთ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ დავინახეთ როგორი აგრესიულები იყვნენ მეორე დღესაც, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური იყო გაკეთებული, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ აჰყოლოდნენ ამ პროვოკაციას, მაგრამ ვნახეთ, რომ როდესაც დააკლდათ დაპირისპირება, უკვე ჟურნალისტებთან დაპირისპირებაზე გადავიდნენ. ჩვენ ვნახეთ ორი ქალი, ერთი ჟურნალისტი, რომელიც პროფესიონალურად ემსახურებოდა თავის საქმიანობას და მეორე აგრესიული, მოძალადე აქციის მონაწილე, რომელიც კარგად აჩვენებდა ამ აქციის სახეს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
თაგები:
ნინო წილოსანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს