Logo

ნინო წილოსანი - ელენე ხოშტარია დადასტურებულად დამნაშავე და კრიმინალია

პოლიტიკა
133
Frontnews image description

ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არგადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს, გადაწყვიტეს, გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

ნინო წილოსანის განმარტებით, ხოშტარიას გირაოს გადახდა შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა.

„მან თავისი თავი დააპოზიციონირა, როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. პირდაპირ აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა. ამიტომ სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს, როგორც კანონდამრღვევი. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ტაქტიკაა, რომ დამნაშავეები რაღაცნაირად გმირებად გამოიყვანონ. ელენე ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა საკუთარი თავი გირაოს არგადახდით დაიპატიმრეს. გირაოს გადახდა შეეძლოთ და ის აღკვეთი ღონისძიებაც არ მიესჯებოდათ, თუმცა გადაწყვიტეს, რომ გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან. ადამიანს როცა აქვს საპატიმრო გირაოთი ჩანაცვლების არჩევანი და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, გამიზნულად, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ელენე ხოშტარია დამნაშავეა და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარი. როგორც ვხვდებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მეტწილად ნაკარნახევია იმით, რომ ის რეციდივისტია. დაახლოებით 16-ჯერ ერთი და იგივე დანაშაული აქვს ჩადენილი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას ერთი წლით და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები