
ავტორი
Front News საქართველო
ბოლშევიკური „ტროიკა“ ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძე დღენიადაგ დადიან იმისთვის, რომ ქვეყანას სახელი გაუფუჭონ და არ მივიღოთ სტატუსი, ერთადერთი რასაც აკეთებენ არის ეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
წილოსანის თქმით, ის, რომ საქართველომ უსამართლოდ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, გადავადდა და მივიღეთ პერსპექტივა, იყო ზუსტად ამ ადამიანების ძალისხმევა.
“ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება, არის “ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ყველა სხვა დანარჩენი ამ საკითხს უყურებს ასე – თუ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს კიდევ ერთხელ გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და დარაზმულები არიან, რომ არ გაძლიერდეს „ქართული ოცნება“, ქვეყანა დაზიანდეს და არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
თაგები:
ნინო წილოსანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს