ნინო წილოსანი - ეს ადამიანი საერთოდ აცდენილია ქრისტიანულ კონცეფციას, მაგრამ უბრალოდ წარმოიდგინეთ რა ჯოჯოხეთი ხდება მის შიგნით


ავტორი
Front News საქართველო
დაფინანსებული პროპაგანდით აგიტატორობს, რომ ზიზღი სწორია და უფრო მეტიც, ამ ზიზღის საპასუხო აგრესიაც კარგი ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
წილოსანის განცხადებით, ღამბაშიძის მორალის თანახმად, ზიზღს გამართლება შეიძლება ჰქონდეს და მისივე მორალით, ბოროტებაც “მოსულა”.
“ეს ზიზღის გენერატორი ადამიანი წამლავს ბავშვებს სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში. მისი მორალით, ზიზღს გამართლება შეიძლება ჰქონდეს და ალბათ, მისივე მორალით ბოროტებაც “მოსულა”.
კარგად დაფინანსებული პროპაგანდით აგიტატორობს, რომ ზიზღი სწორია და უფრო მეტიც, ამ ზიზღის საპასუხო აგრესიაც კარგი ყოფილა.
ეს ადამიანი საერთოდ აცდენილია ქრისტიანულ კონცეფციას, მაგრამ უბრალოდ წარმოიდგინეთ რა ჯოჯოხეთი ხდება მის შიგნით”, - წერს ნინო წილოსანი.
თაგები:
ნინო წილოსანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა