
ავტორი
Front News საქართველო
ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.
"ფარისევლები თავის სტანდარტულ როლში არიან. ფარისევლობა არის, როდესაც ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა მის არჩევანს, მის მოსაყდრეს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ, იმისთვის, რომ ეკლესიაში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ ეს ინსტიტუცია იყოს ისეთი ძლიერი და სტაბილური როგორც აქამდე იყო, შეიტანონ დისონანსი. მათ შორის ანდერძთან გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, სინოდში დაპირისპირებასთან დაკავშირებული მათი ნარატივები ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება ბინძურად აფათურონ ხელები საეკლესიო ინსტიტუციაში, რომელიც დამოუკიდებელია, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას და რაც მთავარია, ყველასთვის ნიშანდობლივია, რომ ჩვენმა პატრიარქმა თავის სიცოცხლეში მოსაყდრედ დატოვა მეუფე შიო და ეს იყო მისი არჩევანი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
თაგები:
ნინო წილოსანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს