
ავტორი
Front News საქართველო
იმის საილუსტრაციოდ როგორ ეკვრის დედა პარტიას გახარიების პარტიის წარმომადგენლები, მათი ერთ-ერთი მედიასაშუალების შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობა გამოთქვეს, თუმცა, მოგვიანებით, საკუთარი პირობა უკან წაიღეს და პროცესში ჩართვაზე უარი აბსურდული მიზეზით განაცხადეს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე.
წილოსანის განცხადებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლების უარის ერთადერთი ახსნა მათი გარე პატრონების გადაწყვეტილებაა, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ "დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცევიან“.
"მათი დასახელებული მიზეზები რომ თითიდან გამოწოვილია, ისიც მეტყველებს, რომ თავიდანვე კარგად იცოდნენ როგორ ფორმატში, ვისთან ერთად უნდა გაემართათ დისკუსია, ეს კი მათ ფსევდოარგუმენტებს ყველანაირ საფუძველს აცლის.
ბუნებრივია, ერთადერთი ახსნა, რის გამოც ამ პოლიტიკურმა ძალამ უკან დაიხია და დებატებზე უარი განაცხადა, მათი გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. ვისთვისაც პოლარიზაცია და საზოგადოების დაპირისპირება აუცილებელი პირობაა ამ ქვეყანაში არეულობის დასაორგანიზებლად. შესაძლოა, გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, თუმცა, მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ დებატებისა და დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცევიან. ამიტომაც, ფსონს კვლავაც გაურკვევლობაზე, რადიკალიზმზე და ხელოვნური პოლარიზაციის გაღვივებაზე აკეთებენ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
თაგები:
ნინო წილოსანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს