ნინო წილოსანი – განსაკუთრებულ აქცენტებს გავაკეთებთ იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას ესაჭიროება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს აქვს რამდენიმე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. რა თქმა უნდა, ვისურვებთ, რომ ის მოდელები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით და ამ შემთხვევაში, ჩინეთში წარმატებულად მუშაობს, ჩვენთანაც სწორად იყოს გადმოტანილი და ყველა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყოს გათვალისწინებული, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჩენ ძინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის დელეგაციაში შემავალი პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებებს და აქცენტებს გააკეთებენ, რაც საქართველოში თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას დაეხმარება.
“ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებებს და განსაკუთრებულ აქცენტებს გავაკეთებთ იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ინდუსტრიული ზონების და ზოგადად, თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას ესაჭიროება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
“ქართული ოცნების” დელეგაცია, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პეკინსა და შანხაიში.
თაგები:
ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი – შანხაიში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას

ნინო წილოსანი – ვხვდებით, რომ ძალაუფლების სიგიჟით შეპყრობილი ადამიანია, რომელიც ვერ ემშვიდობება იმ პოზიციას, რომელიც აქვს

ნინო წილოსანი – ჩვენმა დელეგაციამ საკადრისი პასუხი გასცა იმ ცრუ ბრალდებებს, რომელიც მოედინებოდა