Logo

ნინო წილოსანი - გერმანიაში მმართველი კოალიციის წევრმა პარტიამ კენჭი უყარა ოპოზიციის აკრძალვას, რომ გვმოძღვრავდნენ დემოკრატიები ოპოზიციებს არ კრძალავენო?!

პოლიტიკა
255
Frontnews image description

გერმანიაში მმართველი კოალიციის წევრმა პარტიამ კენჭი უყარა ოპოზიციის აკრძალვას. აბა რომ გვმოძღვრავდნენ დემოკრატიები ოპოზიციებს არ კრძალავენო?! - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა და აგენტურა უნდა აიკრძალოს.

“გერმანიაში მმართველი კოალიციის წევრმა პარტიამ კენჭი უყარა ოპოზიციის აკრძალვას..

აბა, რომ გვმოძღვრავდნენ დემოკრატიები ოპოზიციებს არ კრძალავენო?!

კრძალავენ, როცა ისეთი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციურია, როგორც კრებსითი ნაციონალური მოძრაობა.

ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა და აგენტურა უნდა აიკრძალოს!“ - წერს წილოსანი.

Advertisement