Logo

ნინო წილოსანი - იქნებ ოდესმე დადგეს დრო და გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასოს იდენტური სტანდარტები საქართველოში

პოლიტიკა
550
Frontnews image description

როგორც ჩანს, გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ მკაცრად ისჯება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როდესაც გერმანიის ელჩი საქართველოში დანერგილ იდენტურ სტანდარტს დადებითად შეაფასებს.

“გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 170-ზე მეტი პირის სახლი გაჩხრიკა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ე.წ. „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში

როგორც ჩანს, გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ მკაცრად ისჯება. იქნებ ოდესმე დადგეს დრო და გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასოს იდენტური სტანდარტები საქართველოში...” - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები