
ავტორი
Front News საქართველო
ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი, სინამდვილეში უფრო მეტი რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ფლაგმანი რომ არის, ნეტავ ათვითცნობიერებს?, – “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება.
“თურმე ნინო ლომჯარია გამარჯობის თქმას არ აპირებს და გეგმავს შემარცხვინოს, სადაც მნახავს…
მინდა განვუმარტო, რომ გამარჯობის თქმა, გარკვეული ტრადიცია, ეტიკეტი და პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემაა, რომელიც ფაქტია მაშინ დაკარგა, როცა მიხეილ სააკაშვილის მსახური გახდა…
მეორეც, მუქარა იმ ადამიანისგან, რომელიც სურვილს გამოხატავდა, საქართველოში ბომბების ცვენა ყოფილიყო და ამის გამო წუხდა, არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ მისი ანტისახელმწიფოებრივი და მტრული იდეოლოგიის ნაწილი არ ვარ და ეს უკვე ძალიან კარგია.
აქვე, ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი, სინამდვილეში უფრო მეტი რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ფლაგმანი რომ არის, ნეტავ ათვითცნობიერებს? ხელისუფლებაში რომ იყოს იქნებ საერთოდ დაგვხვრიტოს ან გადაგვასახლოს…
პ.ს ლომჯარიას მუქარის მერე ველოდოთ სააკაშვილის, ახალაიას, ადეიშვილის და მეგის ქარდავას მუქარებს.
კიდევ კარგი, რომ არც მათი და არც სხვა გამარგინალებული ნაცების მუქარის ამ ქვეყანაში აღარავის ეშინია, ეს 2012 წლის შემდეგ წარმატებით უზრუნველვყავით!”, – წერს წილოსანი.
თაგები:
ნინო წილოსანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს