
ავტორი
Front News საქართველო
მეც პირადად და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
“სრულიად აბსურდული კავშირია ჩემ განცხადებას თუ ნებისმიერი ჩემი კოლეგის განცხადებას და ამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, აუცილებლად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სტრუქტურებმა და დაისაჯონ ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვისურვებდი, რომ ის ფონი, რომელიც არსებობს აი ამ რაღაც დაპირისპირების და რომელიც სისტემატურად არის წახალისებული ოპოზიციის, თუ ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტების მხრიდან, იყოს მაქსიმალურად ასე ვთქვათ ტემპერატურა დაწეული.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” განცხადებას, მეც პირადად და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ამის შემდეგ, ნებისმიერი, რომელიც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს.
ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით, ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვებით, განცხადებებით და მოწოდებებით, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
თაგები:
ნინო წილოსანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს