
ავტორი
Front News საქართველო
მაქვს პატივი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად ვიყო არჩეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
“ჯგუფის წევრობა საშუალებას მაძლევს წარმოვადგინო საქართველოს პარლამენტი, როგორც მრჩეველმა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღო თანასწორობის თაობის ინიციატივებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ბუნებრივია, ეს ყოველივე უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც თანასწორობის თაობის მონაწილეებმა აიღეს.
განსაკუთრებით მიხარია, რომ საქართველოც შეუერთდა თანასწორობის თაობის ფორუმს და გლობალური მობილიზაციის ფარგლებში აიღო სახელმწიფო ვალდებულებები ორი თემატური მიმართულებით გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა და ინოვაცია, ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობისთვის“, – წერს ნინო წილოსანი.
თაგები:
ნინო წილოსანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს