ნინო წილოსანი - მარკო რუბიოს განცხადება იმდენად ზოგადი იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ის საქართველოს პირობებზე მოვიაზროთ


ავტორი
Front News საქართველო
მარკო რუბიოს განცხადება იმდენად ზოგადი იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ის საქართველოს პირობებზე მოვიაზროთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
"არ შეიძლება, მარკო რუბიოს განცხადებას ორმაგი ინტერპრეტაცია მოჰყოლოდა, რადგან უილსონისთვის, სავარაუდოდ, გადახდილი თანხა და მისი გამოსვლა იმას გულისხმობდა, რომ თავად ყველაფერი არასწორი ეთქვა და ამას მარკო რუბიო დათანხმებოდა. მათდა საუბედუროდ, რა თქმა უნდა, ჯო უილსონმა თანხმობა ვერ მიიღო.
მარკო რუბიოს განცხადება იმდენად ზოგადი იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ის საქართველოს პირობებზე მოვიაზროთ. მან რეგიონზე ფართო ჭრილში და ამერიკის პოლიტიკის აქცენტებზე ისაუბრა, თუ ქვეყანა ანტიამერიკულ პოლიტიკას ატარებს, ამერიკის მხრიდან რა პოზიცია იქნება. როგორც ჩანს, მათ ჯერ აღნიშნული პოლიტიკა არ აქვთ შეთანხმებული და იმ სიხარულს, ჟრიამულს ვერ გავიზიარებთ, რაც ოპონენტებს აქვთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
თაგები:
ნინო წილოსანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა