ნინო წილოსანი - მოძალადე ჯგუფებში გამოვყოფთ ქალებს, რომლებიც ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ


ავტორი
Front News საქართველო
მოძალადე ჯგუფებში გამოვყოფთ ქალებს, რომლებიც ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ. ამით გინდათ, რომ ეს ყველაფერი როგორც ქალთა ძალადობა ისე გაიტანოთ - რეალურად, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ იმ ქალებს აყენებთ, ვინც მართლა ძალადობის ქვეშ არიან ოჯახებში თუ სხვადასხვა პარტნიორულ ურთიერთობებში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
"ან გაერკვიეთ საქმეში, ან ისწავლეთ, რომ იცოდეთ, როგორი სტანდარტი უნდა დაიცვათ, როცა მოძალადე, ფაშისტურ აქტივიზმში ჩართული ადამიანები, მათ შორის ქალები, მსხვერპლებად არ გამოიყვანოთ. ისინი მსხვერპლები არ იყვნენ, ისინი იყვნენ მოძალადეები. თავიდან ბოლომდე მაქვს ყველაფერი ნანახი… ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც - სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაშიც ეს ფაშისტური დაჯგუფება ქალებითაც არის დაკომპლექტებული.
პოლიტიკურად შევაფასებ და ვიტყვი, რომ ფაშისტური დაჯგუფება, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გადაადგილდება დედაქალაქში, ყველა ადამიანს ავიწროებს - განურჩევლად სქესისა და ასაკისა, მოქალაქეებს უზღუდავენ გადაადგილებას და ამას სპეციალურად აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცით პასუხგაცემული იყოს. ზუსტად ეს ფაშისტური დაჯგუფება მიუვარდა ჩვენს ჯგუფს, აგინებდნენ და შეურაცხყოფდნენ, მოუწყვეს პატარა აგრესიული მიტინგი. ამ ყველაფრის ფონზე, როცა ადამიანებმა საკუთარი ემოციით გამოხატეს მოქმედება, ჩემთვის ეს პოლიტიკური შეფასება გასაგებია. ეს ფაშისტური დაჯგუფება, როგორც ჩანს, დაკომპლექტებულია ქალებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, კარგად არიან დატრენინგებული, როგორ გამოიყვანონ ადამიანი წყობიდან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
თაგები:
ნინო წილოსანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს