Logo

ნინო წილოსანი – ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა

პოლიტიკა
1270
Frontnews image description

ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა, მისი აქტივიზმი  აგენტურული ნაც.პარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

“რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვპასუხობ:

ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა.

რატომ გონია, რომ სადმე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ამით, მართლა მიკვირს.. შეიძლება ის ნაცებს და ლგბტ აქტივისტებს ძალიან მოსწონთ, რადგან მისი აქტივიზმი ფაქტია მხოლოდ არაქართული გეგმების და აგენტურული ნაც.პარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან!

დღეს კი უდავოდ ბინძური დავალების შესრულება აიღო თავის თავზე, ოღონდ არ გამოუვიდა და თავისივე პოსტში თავს იმართლებდა შემკვეთებთან“, – წერს ნინო წილოსანი.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები