
ავტორი
Front News საქართველო
უკვე ოფიციალურად! „ნაცების“ კოალიციას, ვითომ ახლების წევრად – ნათია ლეთოდიანი შეუერთდა, არადა თავიდანვე ვიცოდით, როგორი პირწავარდნილი ნაციც იყო თავისი შინაარსით, რადგან ეს კარგად იკითხება ხოლმე მათ თითოეულ ქმედებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
წილოსანის განცხადებით, სწორედ ლეთოდიანმა, როგორც აღშფოთებულმა გამვლელმა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ დაკვეთას ასრულებდა.
“ნაცების აქტივისტებო, გამოდით, გიცანით. მოკლედ, ეს ის ლეთოდიანია ვითომ აღშფოთებულ გამვლელად რომ მოგვევლინა, სინამდვილეში კი, მისი ბელადების დაკვეთას ასრულებდა – „ ნინო წილოსანს მონა ეძახეს“ ასეთი ჰედლაინები დააწიეს პარტიულმა ტელევიზიებმა: ტვ პირველმა, მთავარმა და სხვებმა..
იქვე დავპირდი, რომ მოვუყვებოდი ხალხს როგორი „შემთხვევითი“ გამვლელიცაა და აი კიდეც.
უკვე ოფიციალურად! ნაცების კოალიციას, ვითომ ახლების წევრად – ნათია ლეთოდიანი შეუერთდა, არადა თავიდანვე ვიცოდით, როგორი პირწავარდნილი ნაციც იყო თავისი შინაარსით, რადგან ეს კარგად იკითხება ხოლმე მათ თითოეულ ქმედებაში…
გიხაროდეთ, ახლა უკვე დაუფარავად გააგრძელებთ ნაცურ დემაგოგიას” – წერს ნინო წილოსანი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს