
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის ქვეყნებისგან სწორედ ისეთი მხარდაჭერა გვჭირდება, რასაც ახლა უნგრეთისგან და ვიქტორ ორბანისგან ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.
“მას მკაფიო განცხადებები აქვს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამით ქვეყანას მხოლოდ ეხმარება. ამიტომ სრულებით გაუგებარია ოპოზიციის მხრიდან ვიქტორ ორბანის კრიტიკა, მათ შორის თავდასხმები მისი მართვის მოდელზე თუ სხვა საკითხებზე. ახლა ყველა საერთო ძალისხმევაზე უნდა ვკონცენტრირდებოდეთ, რათა საქართველომ სტატუსი მიიღოს.
ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება ორმხრივი სარგებელია და და არავის, მათ შორის არც ევროკავშირს არ უნდა აწყობდეს, რომ საქართველო პროცესში სტატუსის გარეშე დარჩეს.
ოპოზიციის მხრიდან ორბანის კრიტიკა გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ის საქართველოს უჭერს მხარს. ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის უპირისპირდებიან და ახლაც ლოგიკური ჯაჭვია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
თაგები:
ნინო წილოსანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს