Logo

ნინო წილოსანი - რა უცნაურად ესმის ევროკავშირის საელჩოს ჩვენი დროშის დღე, დროშა, როგორც არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო (?) იგივეს გისურვებთ, მეგობრებო

პოლიტიკა
344
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ერთ-ერთ კადრად საპროტესტო აქციისას აღმართული ქართული დროშას გამოყენებული.

წილოსანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საელჩოს უცნაურად ესმის ეს დღე და დროშას არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლოდ წარმოაჩენს.

“რა უცნაურად ესმის ევროკავშირის საელჩოს ჩვენი დროშის დღე -  დროშა, როგორც არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო(?)

იგივეს გისურვებთ მეგობრებო,” - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები