ნინო წილოსანი - როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს, მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო, თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა


ავტორი
Front News საქართველო
თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, რომელიც ეხმიანება ლატვიის სეიმის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს "სტამბოლის კონვენციიდან" გამოსვლას.
მისი განცხადებით, როცა ამ ნაბიჯს ლატვია დგამს, მას არავინ აკრიტიკებს, მხოლოდ საქართველოს კრიტიკა შეიძლება თუნდაც იმის გამო, რომ ფუნდამენტური უფლება გამოიყენა და სასამართლოს მიმართა.
"თუ "სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? თუ დამავიწყდა - როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს… მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო, თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა და გამოიყენა ფუნდამენტური უფლება, რისი წართმევაც აქამდე დაუშვებელი გვეგონა", - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
თაგები:
ნინო წილოსანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


