Logo

ნინო წილოსანი - სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში

პოლიტიკა
191
Frontnews image description

სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

წილოსანის განცხადებით, "ომი გინდათ?“ კითხვა ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და შესაფერისია რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებით.

"სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში

ამიტომ, კითხვა რადიკალებს - „ომი გინდათ?“ - ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს", - წერს ნინო წილოსანი.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები