Logo

ნინო წილოსანი - შეურაცხმყოფელია, რომ ევროპულ ქვეყნებში ტკბებიან კეთილდღეობით და ჩვენს ქვეყანაში არეულობას გვიგეგმავენ

პოლიტიკა
186
Frontnews image description

თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია, მაგრამ უფრო შეურაცხმყოფელია, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყანა დატოვეს და ევროპულ ქვეყნებში ტკბებიან სიმშვიდით და კეთილდღეობით და ჩვენს ქვეყანაში არეულობას გვიგეგმავენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

"თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია.. ფიზიკური ძალის გამოყენებით, რომ აპირებენ არეულობის მოწყობას.. არალეგალური ჯარის ფორმირებას, რომ ახდენენ და თურმე, შანსი რომ უნდა მოგვცენ უმსხვერპლოდ გადავრჩეთ, მაგრამ ამაზე უფრო მეტად ის არის შეურაცხმყოფელი - ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყანა დატოვეს და ევროპულ ქვეყნებში ტკბებიან კანონის უზენაესობით, სიმშვიდით და კეთილდღეობით და ჩვენს ქვეყანაში არეულობას გვიგეგმავენ (ნანა სანდერ - შტუტგარტი, გერმანია; რევაზ ბეროზაშვილი - ბრიუსელი, ბელგია)

თქვენ ვინ მოგცემთ საშუალებას, ჩვენი დიდი ძალისხმევით აწყობილი, მშვიდობიანი ქვეყანა აგარევინოთ!“- წერს წილოსანი. 

Advertisement