Logo

ნინო წილოსანი - შევთანხმდით, რომ ორმხრივი თანამშრომლობა აუცილებელია, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ქართული მხარის აშშ-ში ვიზიტი შედგება

პოლიტიკა
151
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თანამშრომელთა დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"იმ პირობებში, როდესაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ბევრი დეზინფორმაცია მიეწოდება, რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობა იყო მათთან სხვადასხვა საკითხი განგვეხილა. შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრეთ. იმედია, ჩვენი მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია მათთვის საჭირო და აუცილებელი იყო და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში იქნება გათვალისწინებული. შევთანხმდით, რომ ორმხრივი თანამშრომლობა და ვიზიტები აუცილებელია. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ქართული მხარის აშშ-ში ვიზიტი შედგება და კონგრესმენებსა და სენატორებთან საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობისა და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები