ნინო წილოსანი – სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები, სტიქიის ზონაში ამ მომენტშიც იმყოფება პრემიერი და მოსახლეობას გვერდში უდგას


ავტორი
Front News საქართველო
ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში, – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. წილოსანი აღნიშნავს, რომ გურიაში ამ წუთებშიც იმყოფება პრემიერ-მინისტრი და მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში უდგას.
“ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში.
რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მოხარული ვარ, რომ სტიქიის ზონაში, გურიაში ამ მომენტშიც იმყოფება პრემიერ-მინისტრი და მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში უდგას. იმედი მაქვს, მალე გავუმკლავდებით მოცემულ მდგომარეობას.
გურიაში ყველაზე მწვავე, თუმცა სხვა რეგიონებშიც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა დიდთოვლობის გამო. მინდა ჩემი საქართველოს ყველა კუთხეს მოგმართოთ, გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ ყველა თქვენს გვერდით ვართ. ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით”, – წერს ნინო წილოსანი.
თაგები:
ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი – მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებაა

ნინო წილოსანი – ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ აზრი არ მოეკითხება და არავინ უნდა ენდოს

ნინო გიორგობიანი – ახლა, როგორც არასდროს, ქვეყანა ერთიანი უნდა იყოს, ამ ძნელ წუთებში მაინც