Logo

ნინო წილოსანი - სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ

პოლიტიკა
82
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"იმედზე” გამართული დებატების მარტივი შეჯამება ასეთია..

პრემიერ-მინისტრის სერიოზული ხედვა და მნიშვნელოვანი რეფორმა. ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ…

თან არ გამოტოვოთ ის ფაქტი, რომ იქ წარმოდგენილი ოპონენტები მათი ყველაზე “ინტელექტუალური” რესურსია… წარმოდგენაც არ მინდა სხვები რა უსუსური სანახავები იქნებოდნენ

სულ დამავიწყდა, ბანერების ფრიალში და კონსტიტუციის მუხლებით აპელირებაში, თანაც ისე, რომ გონზე არ არიან. რას ნიშნავს ეს მუხლები - ამაში ნამდვილად ძლიერები არიან“, - წერს წილოსანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები