
ავტორი
Front News საქართველო
თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა მას მერე, რაც ტელეკომპანია BBC-მ დონალდ ტრამპის სიტყვები პირდაპირ ეთერში შეცვალა და გააყალბა, მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად მოხსნეს, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია გასულ წელს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
წილოსანის განცხადებით, ქართულ პოლიციას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რადიკალების განცხადებებზე დაყრდნობით ადანაშაულებენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ BBC-მ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის.
"თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა მას მერე, რაც ტელეკომპანია BBC-მ დონალდ ტრამპის სიტყვები პირდაპირ ეთერში შეცვალა და გააყალბა, მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად მოხსნეს - სრულიად გაუგებარი და უსტატუსო რადიკალების განცხადებებზე დაყრდნობით, რამდენიმე აცრემლებული დემონსტრანტის ჩვენებით და ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ახლა ქართულ პოლიციას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
როგორც ჩანს, BBC-მ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის.
პრინციპში, თეთრი სახლის ვებგვერდზე, უკვე ღიად, დეზინფორმატორების სიაშია ვხედავთ ამ ერთ დროს მაღალრეპუტაციულ მედია საშუალებას", - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
თაგები:
ნინო წილოსანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს