
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, “ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი განცხადებით, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ვითარების ძალადობის პროვოცირება აწყობს.
“ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია… ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს, ვის წისქვილზეც ეს ქმედება ასხამს წყალს…
იმედი მაქვს, გამოძიება დროულად გაგვიზიარებს ინფორმაციას ამ ძალადობის ფაქტზე და დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა”, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
თაგები:
ნინო წილოსანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს