ნინო წილოსანი – ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან, როგორი ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების?


ავტორი
Front News საქართველო
თუ გიორგი ბრწყინვალე ბრწინვალე არ არის, თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან, როგორი ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების? – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი.
“ამ დღეების განმავლობაში, სულ ვფიქრობ, რა დავარქვა ამ ბოროტ დემაგოგიას.. სიღრმისეულ მსჯელობაში რომ არ შევიდე, ნათელია, რომ ყველაფერი იმის ნგრევასა და გაუფასურებას ისახავს მიზნად, რაც ქართველებს ჩვენს იდენტობაში გვაქვს – თუ გიორგი ბრწყინვალე ბრწინვალე არ არის, თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან, როგორი ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების? რამხელა სიბოროტე და უგუნურებაა ამ ყველაფერში..
ამ მავნებლობის ფონზე, ის რაღა მოსატანია, ლეკვი ლომისა სწორია-ს იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დააყენეთ, ბატონო ლევან. როგორი დეგრადირებული აზროვნების მაჩვენებელია და რა სევდიანია ეს ყოველივე…
დიდი იმედი მაქვს, იქ მყოფი საზოგადოება, რაღაც მომენტში მაინც მიხვდა, თუ რა სიგიჟეებს უსმენდა და რა ალაპარაკებდა აღნიშნულ პირს..”, – წერს წილოსანი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGDNinoTsilosani%2Fvideos%2F1221259775215382%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
თაგები:
ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი – თქვენ სატელევიზიო მსახიობებად აგირჩიათ ხალხმა და მხოლოდ სანახაობით გინდათ გაართოთ?!

ნინო წილოსანი – ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ აზრი არ მოეკითხება და არავინ უნდა ენდოს

ლევან ნიკოლეიშვილი უსუფაშვილზე – უკაცრავად და და ამას ვინ იძახის?! ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე? თავდაცვის ყოფილი მინისტრის ქმარი? „ვიბრძოლებთო?!“ თანამდებობისა და სკამის გარდა რაზე გიბრძოლიათ?