ნინო ზამბახიძე – საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია შექმნა, რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს

ავტორი
Front News საქართველო
ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე ეხმაურება.
“ნიკო 2019 წელს გავიცანი როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა. მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი ბოლოს მაინც სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებთქო დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს”, – წერს ნინო წამბახიძე სოციალურ ქსელში.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს დაჭრეს. ის ხეჩინაშილის კლინიკაში დღეს გამთენიისას გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირიპირების შემდეგ კი მან კვარაცხელიას მისამართით 9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Flikazambakhidze%2Fposts%2F10227256569904882&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”640″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
დაჭრა




