Logo

ნინო ზურიაშვილი – ჩვენი მთავარი პირველი კითხვა იყო რა იყო შავ ჩემოდანში? და რატომ ელჩი?

პოლიტიკა
778
Frontnews image description

რა იყო შავ ჩემოდანში? რა პრობლემა აქვს უტა ივანიშვილს ისეთი, რომ ელჩს მიმართავს დახმარებისთვის, – ამის შესახებ სტუდია “მონიტორის” დამფუძნებელმა ნინო ზურიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მან რამდენიმე კითხვა გაგზავნა აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში.

“ოთხი კითხვა გავუგზავნე, როგორც თეიმურაზ ლეჟავას, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს. ელჩმა გადასცა უტა ივანიშვილს. რა გაუჭირდა უტა ივანიშვილს, რაში დასჭირდა ელჩის დახმარება. რა გაუწოდა ელჩმა – ეს უნდა თქვას, ეს არის საჯარო ინფორმაცია და მაღალი საჯარო ინტერესია ამ საკითხზე.  ბევრი ეჭვი არსებობს და თუ შეუძლიათ, გაფანტონ ეს ეჭვი.

ჩვენი მთავარი პირველი კითხვა იყო რა იყო შავ ჩემოდანში? და რატომ ელჩი? რატომ ხვდება რესტორანში ელჩს და რა პრობლემა აქვს უტა ივანიშვილს ისეთი, რომ ელჩს მიმართავს დახმარებისთვის. ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენთვის, ქართული მედიისთვის მნიშვნელოვანი კითხვაა – რა იდო ჩემოდანში, რა არის ის. ხომ არ იყო ფული ან რამე სხვა? გვიპასუხონ”,  – განაცხადა ნინო ზურიაშვილმა.

იაპონური გამოცემა Shūkan Bunshun ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟზე უტა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. სტატიის სრული ვერსია სტუდია “მონიტორმა” თარგმნა.

მასში აღნიშნულია, რომ უტა ივანიშვილი და საქართველოს ელჩი იაპონიაში თემურ ლეჟავა ერთმანეთს რესტორანში შეხვდნენ და ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, დამშვიდობებისას, პიჯაკში ჩაცმულმა მამაკაცმა მას დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა: “აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება”.

“პიჯაკში ჩაცმული კაცი გახლდათ საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, ხოლო პიროვნება, რომლის ვინაობაც უცნობი იყო, აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი”, – წერ იაპონური მედია.

Shūkan Bunshun-ის ცნობით, უტა ივანიშვილი ამჟამად იაპონიაში იმყოფება. მან გასულ წელს ტოკიოს ცენტრში შეიძინა ელიტარული ბინა კომპლექსში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები