
ავტორი
Front News საქართველო
ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ამ დროისათვის 15-მდე მოზარდი რჩება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოზარდის ოჯახში ინტეგრირება მოხდეს.
“ბოლო ინფორმაციით, 15-მდე მოზარდი იყო. ვამოწმებთ მათ მდგომარეობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ უნდა უზრუნველყონ მათი სრული რეინტეგრაცია ოჯახებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.
ამ ეტაპზე ადგილზე მათი საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება და ამაზე სრული კონტროლი გვაქვს, თუმცა, ეს ინსტიტუცია არ არის ბავშვთა უფლებების საუკეთესო ინტერესებზე მორგებული. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ საბოლოოდ, ყველა ბავშვი უნდა რეინტეგრირდეს საკუთარ ოჯახებში ან ალტერნატიულ, ოჯახურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატი პანსიონის ხელმძღვანელობასთან მუდმივად თანამშრომლობს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს