Logo

ნისლის და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამი რეისი გაუქმდა, ორი გადაიდო

Frontnews image description

გასულ ღამეს ნისლის და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავიარეისი, – ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია “ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

 

“ნისლის და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა “თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის“ სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-თბილისის რეისი.

 

ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

 

თაგები:

რეისი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები