ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ტრამპისთვის დაკისრებული 500 მილიონი დოლარის ჯარიმა გააუქმა


ავტორი
Front News საქართველო
ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 500 მილიონი დოლარის ჯარიმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თაღლითობის საქმეზე ჰქონდა დაკისრებული.
ტრამპს ბრალად ედებოდა თავისი კომპანიის უძრავი ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზარდა, რათა ბანკებიდან ხელსაყრელი პირობებით სესხი აეღო. მაგალითად, მისი „ტრამპ თაუერის“ პენტჰაუსის ფართობზე თითქმის სამჯერ მეტი რიცხვი იყო მითითებული, ვიდრე რეალურად იყო. სასამართლომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ნამდვილად დამნაშავეა თაღლითობაში, 500 მილიონი დოლარის ჯარიმა ზედმეტად მძიმე სასჯელია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმა გაუქმდა, თუმცა სხვა შეზღუდვები კვლავ ძალაშია. კერძოდ, ტრამპი სამი წლის განმავლობაში ვერ იქნება კომპანიის დირექტორი და ვერ აიღებს სესხებს ნიუ-იორკის ბანკებიდან.
ტრამპმა ეს გადაწყვეტილება „სრულ გამარჯვებად“ შეაფასა.
„მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ სასამართლოს ჰქონდა გამბედაობა გაეუქმებინა ეს უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს აყენებდა ბიზნესს მთელ ნიუ-იორკის შტატში“,- განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს