ნიუ იორკში ხანძარს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია
მსოფლიო
10.01.2022 / 10:23


ავტორი
Front News საქართველო
ნიუ იორკში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრონქსის უბანში მდებარე 19-სართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე 63 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 32-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მისივე ცნობით, ხანძარი სავარაუდოდ, გაუმართავმა ელექტროგამათბობელმა გამოიწვია.
ცეცხლის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე მუშაობდა.
ხანძრის ადგილზე იმყოფებოდა ნიუ იორკის მერი ერიკ ადამსი.
“ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარი, რაც ჩვენ ვნახეთ თანამედროვე დროში აქ, ქალაქ ნიუ იორკში“, – განაცხადა ადამსმა.

მსგავსი სიახლეები